Saturday, July 17, 2010

მათემატიკა "მურაბის ქილაში"


პროექტის სახელი: მათემატიკა "მურაბის ქილაში"

პროექტის მოკლე აღწერა: შეისწავლიან მურაბების დამზადების წესებს და გამოითვლიან თუ რა რაოდენობის მურაბების მარაგი აქვთ საშუალოდ ოჯახში ახლობლებს და მეზობლებს.

პროეტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მურაბების დამზადების წესებს, რა სახის და ტევადობის ქილებს მოიხმარენ დიასახლისები, რა რაოდენობის ხილისგან, რა რაოდენობის მურაბა მიიღება, რამდენი კგ შაქარი სჭირდება და რამდენი ლ წყალი გარკვეული რაოდენობის მარაგის შესაქმნელად. ასევე გამოითვლიან რა დრო იხარჯება მურაბის მოსამზადებლად. წამოჭრიან პრობლემას: "როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი მურაბა" ყველაფერი ამის გამოსათვლელად გამოიყენებენ მათემატიკის ცოდნას. მოიფიქრებენ და შეადგენენ ორიგინალურ ამოცანებს.

მონაწილეთა ასაკი/კლასი: 10–11 წელი, მე–6 კლასი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 4 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება როგორც პირადი გასაუბრებით, ასევე ინტერნეტის საშუალებით.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია, ფოტოალბომი

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი მათემატიკა: მოსწავლეები გამოიმუშავებენ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უნარს, მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე, ათწილადებზე, გაიღრმავებენ ცოდნას წონისა და მოცულობის ერთეულებზე.

საიფორმაციო ტექნოლოგიები: მოსწავლეები გამოიყენებენ კომპიუტერის ცოდნას და შეიძენენ გამოცდილებას კომპიუტერის საშუალებით მონაცემების მოპოვებაში, ამოცანების ამოხსნაში.

პროექტის იდეის ავტორი: ქეთევან ნორაკიძე

ელ. ფოსტა: ketevannorakidze@gmail.com




No comments:

Post a Comment